|
2024-09-16 11:36:14, 727 ნახვა
ომი უკრაინაში
დილით ბელგოროდი დაიბომბა
დილით ბელგოროდი დაიბომბა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია რვა მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ-ერთი დაშავებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ“, – განაცხადა ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დეპეშაში. მისივე თქმით, პირდაპირი დარტყმის შედეგად კერძო სახლს და 15-ზე მეტ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. „ერთ-ერთ მისამართზე მივედი, სადაც სახლი მთლიანად დამწვარი იყო. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა: სირენის ხმა დროულად გაიგეს და აბაზანას შეაფარეს თავი. ხანძარი რომ გაჩნდა, მეზობლები გამოვიდნენ დასახმარებლად - ნანგრევები სწრაფად გაწმინდეს და ქუჩაზე გადასასვლელი გაასუფთავეს“, - წერს გუბერნატორი. ბელგოროდის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, როგორც გლადკოვის გზავნილიდან ჩანს, მინები ჩამსხვრეულია. ადგილობრივი არხები ქალაქში დაზიანებული მაღლივი კორპუსებისა და ხანძარი მანქანების ფოტოებს აქვეყნებენ. ბელგოროდის მერი ვალენტინ დემიდოვი ტელეგრამის არხზე ქალაქის დაბომბვის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, დაზიანდა 27 ბინა 21 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ასევე 15 ავტომობილი (ადგილობრივი არხები ადრე აქვეყნებდნენ ხანძრის ამსახველ ფოტოებს). მერმა, გუბერნატორის შემდეგ, რვა დაჭრილის შესახებ განაცხადა. მძიმედ დაშავებული ქალი საოპერაციოშია - ხელები და ფეხები აქვს დაზიანებული, განაცხადა ბელგოროდის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა ანდრეი იკონნიკოვმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)