23:29 - 19 Aug, 2026
|
2024-09-13 11:01:14, 472 ნახვა
ომი უკრაინაში
სტარმერი - რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს - ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ
რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს - ჩვენ კონფლიქტს რუსეთთან არ ვეძებთ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ვაშინგტონში მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას განაცხადა. სტარმერის თქმით, მოკავშირე ქვეყნები აძლევენ უკრაინას შესაძლებლობას, რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას. "რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთმა დაიწყო ეს. ისინი არიან კონფლიქტის გამომწვევები", - განაცხადა სტარმერმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)