|
2024-09-11 13:44:32, 689 ნახვა
ომი უკრაინაში
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას"უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. მედიის ცნობით, პლენკოვიჩი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. "პლენკოვიჩი მოგვიანებით შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს" - წერს მედია. დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "ყირიმის პლატფორმის" სხდომაში. პლენკოვიჩთან ერთად, უკრაინაში იმყოფებიან ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი რადოვან ფუკსი; ადმინისტრაციის, იუსტიციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი დამირ ჰაბიანი და საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი. შეგახსენებთ, დღეს, 11 სექტემბერს კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემიც ჩადიან. აგრეთვე, კიევში იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)