|
2024-09-11 10:46:32, 668 ნახვა
ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩადიან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დღეს, კიევში ჩადიან. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. "11 სექტემბერს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გაემგზავრება უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან ერთად, სადაც ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის განვითარება სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის თანახმად, 12 სექტემბერს ბლინკენი გაემგზავრება პოლონეთში, სადაც შეხვდება პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის, როგორც ნატოს მოკავშირეების, მუშაობა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)