11:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 19:34:57, 1849 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისის მერიის მხარდაჭერით Socca Grand Prix 7 იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ხვალ, 11 სექტემბერს, 20:30 საათზე Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნება. ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც 7x7 ფორმატით იმართება და წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს. 
 
"ჩემპიონატში მონაწილეობენ გუნდები საქართველოდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ბელგიიდან და ომანიდან. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი: თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი. ხვალ, ჩემპიონატის გახსნის შემდეგ, თბილისის მერიის გუნდი ესპანეთის გუნდს შეხვდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics