02:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:46:42, 324 ნახვა

საზოგადოება
კალაძე „ოცნების“ პლაკატების ჩამოხევაზე - სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი და ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, "აღნიშნულ ფაქტზე შემჩნეული ადამიანები არიან ფაშისტები, რომელთაც 26 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შესაბამის პასუხს გასცემს".

"ეს ადამიანები ისევ წარსულში არიან ჩარჩენილები. დღეს განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, თუ არ რცხვენიათ და თუ ხალხი მათ მიიღებს, შეუძლიათ გავიდნენ, მოქალაქეებს მოუყვნენ თავიანთ ხედვებზე. სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ. რას გიშლის პლაკატი რომ მიდიხარ და ხევ? ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან. ფაშისტებს 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics