|
2016-02-20 16:30:56, 783 ნახვა
სამართალი
გიორგი გოგინაშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდეს
მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოქმედებები დღევანდელ შეკრებაზე შეაფასეს და მამუკა ახვლედიანი გააკრიტიკეს. ახვლედიანის პოზიციას მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამართლეების ნაწილი არ იზიარებს და მის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს. „რატომღაც ამ ადამიანმა ბოლო დროს გააკეთა განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის ეთიკურ დარღვევებთან დაკავშირებით რეაგირებაზე. მან ასეთი რამ თქვა, რომ ის ძალიან წუხს, რომ საბჭო დროს აკარგვინებს ახსნა-განმარტებებში, როცა მოსამართლეები არიან უზომოდ დატვირთულები. მე მინდა ვიკითხო, ვინ არის დატვირთული სასამართლოში? გარდა ახვლედიანისა, ყველა დატვირთულია; გარდა ახვლედიანისა, ყველაა აქვს უფლება, თქვას, რომ მას ბევრი საქმე აქვს. ახვლედიანი სამი წელია არის თავმჯდომარე სასამართლოსი, მაგრამ მას სამი საქმეც არ განუხილავს. წელიწადში არის 12 თვე და ეს ადამიანი 12 დღე გადაბმულად არ ყოფილა სასამართლოში. ეს ადამიანი არის ან მივლინებაში, ან ბიულეტენზე. მე ქალბატონ თავმჯდომარეს მინდა, მოვუწოდო, რომ დაინტერესდეს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით,“ – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)