|
2024-09-07 10:42:51, 638 ნახვა
ომი უკრაინაში
ალექსანდრე გუსევი - უკრაინული დროების თავდასხმის გამო ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟისა და ოსტროგოჟსკის რაიონში აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს დრონი,- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გუსევმა. მისივე თქმით, დრონის დაცემის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ასაფეთქებელ ობიექტებზე გავრცელდა. შემდეგ დაიწყო აფეთქება. როგორც გუსევმა Telegram-ის არხზე დაწერა, ამჟამად ერთი რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს (არ აკონკრეტებს რომელი). მაცხოვრებლებისთვის დროებითი განსახლების ცენტრები მოეწყო. ვორონეჟის გუბერნატორის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან და ზარალის მასშტაბები შეფასდება მხოლოდ შედეგების აღმოფხვრის შემდეგ. გუსევმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყდა ერთი სოფლის მცხოვრებთა დროებით ევაკუაცია მეზობელ სოფელში. “ევაკუაცია განხორციელდება რამდენიმე დასახლებაში. ხანძრის დაწყებასთან და პროცედურასთან დაკავშირებით, ხანძრის მახლობლად მდებარე სოფლის მცხოვრებლებს ოპერატიული სამსახურების წევრები აცნობებენ“, - წერს გუბერნატორი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)