11:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 11:16:30, 373 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს

ოპოზიციას უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი არ არსებობს. 

"შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. 

სამწუხაროა ასევე ის, რომ უცხო ქვეყნების  მთავრობების მხრიდან ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რაც ძალიან მძიმეა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics