|
2024-08-29 09:20:58, 636 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან
ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან უკრაინის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაზრდილი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებითა და სამხედრო მასალებით გააგრძელებს, რომელიც მას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ სჭირდება. "უკრაინა ყოველ დღე განაგრძობს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, რითაც უამრავ სიცოცხლეს არჩენს. მაგრამ უკრაინის უნარს, შეინარჩუნოს საკუთარი თავდაცვა, სჭირდება მზარდი მიწოდება და მეტი მხარდაჭერა. უკრაინის ბოლო იერიშის ფონზე, მოკავშირეებმა დღეს ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდიან", - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, გუშინ 28 აგვისტოს ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა უკრაინის მოთხოვნით გაიმართა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)