|
2024-08-24 12:55:31, 778 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვინც ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვას ცდილობს, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ გამოსვლაში პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთზე შურს იძიებს. მისი თქმით, “ბებერი მოხუცი წითელი მოედნიდან, რომელიც ყველას წითელი ღილაკით მუდმივად ემუქრება, ვერ გვიკარნახებს საკუთარ წითელ ხაზებს”. “ჩვენი მტერი გაიგებს, რა არის უკრაინული შურისძიება. უკრაინელები ყოველთვის იხდიან ვალს და ვისაც სურდა უბედურება ჩვენს მიწაზე, იპოვის მას საკუთარ სახლში. ვინც ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვას ცდილობს, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს არ არის წინასწარმეტყველება, არ არის ბრმა შურისძიება, ეს არის მაგალითი. ბუმერანგი ბოროტებისთვის და მისი გაშვება დაიწყო არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მე ამ ვიდეოს ვწერ - სუმის რეგიონში, ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. საზღვარი უკრაინასა და ჩაგვრას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის“, -განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონშია ჩაწერილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)