|
2024-08-19 13:06:48, 883 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკელი სენატორი მარკ კელი - კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა
კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა, - ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ განაცხადა. როგორც კელიმ აღნიშნა, უკრაინის მოულოდნელი შეტევა კურსკის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის შოკისმომგვრელი იყო. "130 ათასი რუსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უკრაინელებმა გააკეთეს რაღაც არაპროგნოზირებადი, რამაც შეიძლება, რეალურად შეცვალოს ამ კონფლიქტის მიმდინარეობა. უკრაინელებს ვლადიმერ პუტინი უკანონოდ დაესხა თავს. მიზანმიმართულად კლავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. აი ეს იყო უკანონო შეჭრა. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის დიდი ხნის განმავლობაში დაკავება სურთ, მაგრამ ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო პუტინისთვის“, - განაცხადა კელიმ. კელის თქმით, უკრაინის ოპერაციამ რუსებს უნდა ასწავლოს, რომ მათი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ არის ისეთი შეუდარებელი, როგორც ამას თვითონ ამბობს. "ის ყოველთვის ცდილობდა, დაეხასიათებინა საკუთარი თავი, როგორც ადამიანი, რომელიც აპირებს რუსეთის დაცვას. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები ხედავენ იმ ყველაფრის შედეგებს, რაც პუტინმა გააკეთა უკრაინაში, ხედავენ, რომ ახლა ისინი გარკვეულწილად რისკის ქვეშ არიან“, - აღნიშნა კელიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)