05:54 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 18:56:17, 815 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია

თავდაცვის მინისტრი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია. თინათინ ხიდაშელი აბიტურიენტებს შეხვდა და მათ გამოფენაზე წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის (ეთა) შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებები იმართება. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველწყაროს ესაუბრონ, სკოლის დამთავრების ადრეულ ეტაპზე დაგეგმონ საკუთარი მომავალი, იცოდნენ, რა არჩევანი აქვთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ამგვარი საუნივერსიტეტო ბაზრები. ჩვენ ეროვნული თავდაცვის აკადემიით წარვსდექით დღევანდელ ღონისძიებაზე და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არის საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის, საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდები უნდა მივიდნენ მაღალი ენთუზიაზმით და ემსახურონ საკუთარ ქვეყანას კარგი განათლებით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უმაღლეს სამხედრო დაწესებულებაში სწავლის სურვილი ბევრ გოგონას აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ, შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ეროვნული თავდაცვის აკადემია, არის დიდი კარები ახალ ცხოვრებაში. იუნკრის სახელის ტარება, ჩემი აზრით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უდიდესი პატივია“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

აკადემიაში ჩარიცხვის წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების შეკითხვებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა უპასუხეს და აბიტურიენტებს დამატებითი ინფორმაცია ბროშურების სახითაც მიაწოდეს.

„მოგვეცა საშუალება, უშუალოდ გავსაუბრებოდით აბიტურიენტებს და ამომწურავად გვეპასუხა მათი შეკითხვებისთვის. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე საუბარი“,- განაცხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics