19:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 10:16:06, 343 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და  უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს. 

"დოკუმენტში, მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.  აღნიშნული თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის.  ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული პროცესების ანალიზის მიზნით, უნივერსიტეტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო პოტენციალს, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში. ასევე, ხელს შეუწყობს  შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს. 

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics