|
2024-08-08 09:30:01, 344 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე. „საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)