|
2024-08-06 11:47:40, 615 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლიობა ისევ ნეიტრალურია
"თიბისის" ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და "თიბისი კაპიტალის" მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება. უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალიწინებით, ნულოვანი ინფლაციის შესაბამისია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წვლილი, რომელთა გარეშეც, ინფლაციის ბოლოდროინდელი დინამიკა მეტნაკლებად 3%-იან სამიზნესთან ახლოა. ლარის კურსს რაც შეეხება, სავალუტო შემოდინებების გარდა, ტრადიციულად, სენტიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, ჩვენს მკითხველს, სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლივი ზემოქმედების უკვე რაოდენობრივ შეფასებას წარვუდგენთ. მაგალითად ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტურისტული სექტორი, გათვალიწინებულია სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია და აშშ დოლარის ინდექსი სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი ჩარჩო საკმაო სიზუსტით ასახავს აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის ისტორიულ, ფაქტობრივ დინამიკას, სადღეისოდ არსებული შეფასების კუთხით კი ჩვენი ადრინდელი დასკვნები არ იცვლება და შესაბამისად, საბაზო სცენარი კვლავ დიდწილად ნეიტრალურია. ამავდროულად, სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს როგორც საგარეო შემოდინებების, ასევე ინფლაციის კუთხით. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)