|
2024-07-25 09:27:36, 750 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო სიგნალი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ Unian-ი წერს. ზელენსკის თქმით, კულებას ვიზიტის დროს ასევე დადასტურდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის. „ეს მრავალი წლის განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ჩინეთში და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კულებასგან დეტალურ მოხსენებას ელოდება. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან შეხვედრაზე თქვა, რომ "უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)