|
2024-07-24 14:42:39, 479 ნახვა
სამართალი
ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლშია აღკვეთილია. “ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში მოქალაქე მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობისა და ჩოგანბადეების გამოყენებით ახდენდა თევზჭერას და სხვადასხვა სახეობის 3კგ თევზი ჰქონდა მოპოვებული. უკანონო თევზჭერისას იგივე აკრძალულ საშუალებას იყენებდა მოქალაქე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მიმდებარედ, მდინარე ნატანებზე. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ელექტრშოშოკური მოწყობილობით გასაბერი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 8 კგ. თევზი. ასევე 8 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვა ელექტყროშოკური მოწყობილობის გამოყენებით მოქალაქემ მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედ, მდინარე ხრამის კალაპოტიდან. ბრაკონიერი არ დაემორჩილა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამრღვევი შსს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ვინაიდან ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)