|
2024-07-23 19:52:20, 363 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით
ჩარევა [საპარლამენტო არჩევნებში] შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია - რუბლებით დაფინანსებული, დოლარებით დაფინანსებული და ა.შ. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, აიცილო თავიდან, საფრთხეები აიცილო თავიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძემ უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველა მხრიდან ჩარევას იცილებს თავიდან, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. "აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა "რუსული" გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენს თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების რაღაც ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის - აი, ამ ზომაზე ვართ მისული. გასანქცირებენ, გასანქცირებენო, მართალია, თქვენგან ვიგებთ, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა და ოჯახის წევრებსაც ეხება, ხომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის? - იმიტომ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს და მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები საკუთარ ქვეყანაში მიიღოს - ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე, ხომ? შესაბამისად, ეს იქნება რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის, ვინ რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ პირველ რიგში და თუ თავისუფალი ვიქნები ჩარევებისგან ყველა მიმართულებიდან." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)