11:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 09:38:18, 430 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთის ფინანსურ დახმარებაზე ევროპის მშვიდობის ფონდის გადაწყვეტილებას „არასწორ და საშიშ ნაბიჯს“ უწოდებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის 10 მილიონი ევროს დახმარებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია AZERTAC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას “ძალიან არასწორ და საშიშ ნაბიჯად“ აფასებენ.

უწყებაში ასევე მიაჩნიათ, რომ "ეს გადაწყვეტილება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება და მსგავსი ქმედებები აშკარად ცალმხრივი და მიკერძოებულია, რომელიც  რეგიონში “გამყოფი ხაზების“ შექმნის პოლიტიკის გამოვლინებას წარმოადგენს".

“აღნიშნული სამხედრო დახმარება და მომავალში ასეთი დახმარების გაზრდის მოწოდებები ემსახურება სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც არ იტყვის უარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაზე და არც რეგიონში დესტრუქციულ ქმედებებზე. ჩვენ კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილების მიმართ და ველით დახმარების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციის მოწოდებას“,- განაცხადა უწყების პრესმდივანმა, აიხან ჰაჯიზადემ.

აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც "რეგიონში მილიტარიზაციასა და შეიარაღებას ემსახურება და გაიგოს, რომ მშვიდობასა და თანამშრომლობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს".

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივლისს, ევროპის მშვიდობის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics