2024-07-21 15:28:40, 489 ნახვა
მსოფლიო
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - გამოცხადებულია ევაკუაცია
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ცეცხლი ალბერტას ჩრდილოეთით და ბრიტანეთის კოლუმბიაში მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სტიქიის ზონაში გაცემულია ევაკუაციის განკარგულება.
ალბერტაში ტყის ხანძრის 158 კერა ფიქსირდება, მათგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება. პროვინციის 62 000 ჰექტარზე არსებული ცეცხლის კერების გამო, ევაკუაციის ბრძანება 5 000-მა მცხოვრებმა მიიღო.
"სახანძრო აქტივობა, სავარაუდოდ, დარჩება ინტენსიური მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში, რადგან ცხელი და მშრალი ამინდი გრძელდება",- ნათქვამია ადგილობრივი სამთავრობო ორგანოს განცხადებაში.
პროვინციაში 200-ზე მეტი მეხანძრე და დამხმარე პერსონალი, 10 შვეულმფრენი და 43 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
რაც შეეხება ბრიტანეთის კოლუმბიას, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტყის ხანძრის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში 319-მდე აქტიური კერაა გამოვლენილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,