03:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 14:27:38, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა ტრამპზე - მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის

დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში საქართველოზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის "ძალიან მნიშვნელოვანია". 

“დღეს აქ, "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესზე დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში  საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს.

ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაგვეტარებინა "რესპუბლიკელ" ლიდერშიფთან“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics