|
2024-07-11 16:47:06, 800 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - სააპელაციომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და მის ნაცვლად, გამამტყუნებელი დაადგინა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ლ.ს.-ს მიმართ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. "მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ლ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ.ს.-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)