|
2024-07-03 15:44:21, 396 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარი არ დაუჭირა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მის მიერ შეთავაზებული „ზავი“ უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტთან ინტერვიუში, ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ ზელენსკიმ უარყო მისი იდეა სასწრაფო ზავის შესახებ. ორბანის თქმით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეჭვი ეპარება შეთავაზებული გეგმის ლოგიკაში და არ უჭერს მხარს, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს და აღნიშნა, რომ შეთავაზებული გეგმა უკრაინისთვის არ იყო კარგი". შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)