|
2016-02-16 16:14:21, 754 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს - დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაწეული სამუშაო და შედეგები შეაჯამეს. შს მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროს მიერ 2014 წელს დაწყებული პროგრამა გააცნო. „პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან 2100-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა; ჩატარდა მედია-კამპანია ოჯახში ძალადობის საკითხებზე; შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსდა ინტერაქტიული რუკა და ანგარიშები, რომელიც ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა; პოლიციელებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს და 500-მდე პოლიციელი ქალი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩაერთო; საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხით კანონმდებლობა შეცვალა და გაამკაცრა. პროგრამის განხორციელების შედეგად, 2015 წელს მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 40%-დან 90%-მდე გაუმჯობესდა, შემაკავებელი ორდერების გაცემის მაჩვენებელი კი წელიწადში 227-დან 2598-მდე გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა ოჯახში მომხდარი დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც. 2016 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ადრეული ქორწინების წინააღმდეგაც ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში. ცნობისთვის, დუბრავკა სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. მან 2016 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)