12:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 12:32:21, 381 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ

UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობის პერიოდში - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული მატჩების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში (IPCC EURO2024).

"ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი თანამშრომელი სტადიონებზე, მობილური ჯგუფის სახით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დროს, მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში - საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებსა და მათ მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათი თანამშრომელი, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე გერმანელ პოლიციის ოფიცრებს უწევდნენ დახმარებას ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics