18:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 11:54:44, 998 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ეწვია

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილე მარი ზანაქიძესა და ოფიციალურ  სტუმრებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელებულ ძირეულ სისტემურ ცვლილებებსა და განახლებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო.

"კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა.

AACI არის "ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები. 

ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბათუმის იაშვილის ჰოსპიტალი აჭარის რეგიონში არსებული მულტიპროფილური ცენტრია, სადაც დედათა და ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მეორე-მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს და უზრუნველყოფს ახალშობილების ინტენსიური თერაპიის სრულფასოვან სპექტრს. ასევე, ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სერვისს 24 საათის განმავლობაში აწვდის",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics