07:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 21:36:54, 676 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ და ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს

უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ და ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე განავითარებს მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, "რომელიც მაგიდაზე ყველა პარტნიორისთვის იქნება".

"უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვართ. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ახლა დეტალურად სამ მიმართულებაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება.

ჩვენ ასევე განვავითარებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს და ყოვლისმომცველ გეგმას მოვამზადებთ, რომელიც მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იქნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ვმუშაობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics