14:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 18:52:47, 346 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა

"თეგეტა ჰოლდინგმა" 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ექვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 28 ივნისს  8.3 მილიონი აშშ დოლარი განათავსა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე, პირველი აშშ დოლარში დენომინირებული კორპორატიული ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ "გალტ & თაგარტია", რომლის მხარდაჭერითაც კომპანიამ 2023 წელს საქართველოში პირველი ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამა დახურა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ "გალტ & თაგარტთან" პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მათ შორის 7 მილიონი  ევრო მიმდინარე მულტი-სავალუტო პროგრამის პირველ ტრანშად განთავსდა.

წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ უახლესი ტრანში 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ემისიის ვადიანობა 2 წელია, ხოლო მოზიდული სახსრების გამოყენებას, წინა ემისიის მსგავსად, კომპანია არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გეგმავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics