|
2024-06-27 16:16:02, 903 ნახვა
რეგიონი
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. პროგრამით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ: "შუახევი-კატრიანი-ყავრიანი; ხიჭაური, ახალდაბა, ბარათაული-გრძელგორი; ხიჭაური-თაგინური; ცხემლისი-თაგინური (ნაფოცხვარა); ჭალა-წყაროთა-თაგინური; ოლადაური-ჩირუხი; პაპოშვილები, გორი, ლაბათის უბანი- ჩირუხი; ტბეთი, გოგაძეები-ჩირუხი; ქიძინიძეები, ჯაბნიძეები-ჩირუხი; დღვანი, ლომანაური, გოგინაური -ჩირუხი; შუბანი-ჩირუხი; კვირიაული, ცინარეთი-ღომა- საყენდრია; წაბლანა-ღომა-საყენდრია; ნიგაზეული-ჯანჯღნარი; ხიჭაური-მერიაყელი; ინწკირვეთი-შედრეკილი; შუახევი-თეთრობი; ბრილი,ხაბელაშვილები - თაგინური; დღვანი, ლომანაური, გოგინაური-საბერწია; კარაპეტი, მაწყვალთა-მაწყვალთის მთა; მახალაკიძეები-სანალია; კობალთა-ძველი მთა. პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 280 ლარი დაიხაჯება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)