12:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 13:46:31, 413 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი - გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი აირჩია.

გიზო უბილავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს კი -  78-78-მა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა დღეის მდგომარეობით ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსია წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან, ანბანური წესით, პირველად არჩეული კანდიდატი გიზო უბილავა, უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგება, ხოლო დანარჩენი ორი წევრი უფლებამოსილებას 18 ოქტომბრიდან განახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics