|
2016-02-16 13:50:32, 731 ნახვა
სამართალი
ეკა ბესელია პოლიტპატიმართა ე.წ. უცნობი სიის შესახებ - ეს ჩვეულებრივი წერილია, რომელიც 100-ჯერ მაქვს ნახსენები
ე.წ. უცნობი სიის შესახებ კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ეს არ არის უცნობი სია, ის არის საჯარო ინფომრაცია და პროკურატურისთვის არის რიგითი რეკომენდაცია, სადაც კომიტეტი ითხოვს, კონრკეტული პირების შემთხვევაში მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება. 31 პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა სია პრესაში გამოქვეყნდა. მასში ყოფილი თანამდებობის პირები და შევარდნაძის მთავრობის წევრები მოხვდნენ. მათ შორის, არიან ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი. „ეს ჩვეულებირივი წერილია, რომელიც 100-ჯერ მაქვს ნახსენები,“ - აღნიშნავს ბესელია. უფრო ვრცელ კომენტარს კომიტეტის თავმჯდომარე მოგვიანებით გეგმავს. ცნობისთვის, ამ პირთა საქმეების გადახედვას პარლამენტარების ნაწილი 2014 წელს ითხოვდა. ამ ინიციატივას მხარს უჭერდა ადამიანის უფლებათა დაცვის მაშინდელი კომიტეტი, მათ შორის ეკა ბესელიაც. გაზეთ "ქორნიკა +"-ში სიასთან ერთად ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციაც გამოქვეყნდა, რომელიც იმდროინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს გადაეგზავნა. გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ინფორმაციით, ამ სიაში პირები მოხდნენ, პირადი ინტერსებით. კომიტეტი ითხოვდა ამ 31 პიროვნების სისხლის სამართლის საქმეების ხელახალ გამოძიებას, ვინაიდან, წერილის ავტორთა თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში გამოძიების პროცესი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)