|
2024-06-19 12:42:34, 434 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის დაფინანსებითა და „ლიბერთის" სტრატეგიული პარტნიორობით, კონფერენცია - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" (Partnership4SDGs Forum) გაიმართა. ღონისძიება ბათუმში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში პარტნიორობის ხელშეწყობას. კონფერენციაზე ყურადღება მდგრად დაფინანსებასა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის პერსპექტივაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსურ ინსტიტუტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობაზეც. გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: - ინსენტივები მდგრადი დაფინანსებისთვის პოლიტიკის დონეზე,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პერსპექტივები მდგრადი დაფინანსების ჭრილში და კერძო სექტორის პერსპექტივები მდგრად დაფინანსებაში. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, წარადგინეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით და EY Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესახებ. "მდგრადი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი, სოციალური, ასევე გარემოს დაცვის განვითარებას. 1 წელია, რაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით და ფინანსური სექტორიც გააქტიურებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოიყენონ არსებული მექანიზმები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სექტორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის, როგორ შეუძლიათ, მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, მწვანე სესხზე, მდგრად მიმართულებებზე, განათავსონ ობლიგაციები ბაზარზე",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. "ლიბერთი" ორი წელია რაც ეტაპობრივად ნერგავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებს ბანკის ყოველდღიურ პროცესებში. ჩვენი გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს და განავითაროს მდგრადი დაფინანსების მიმართულება. გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ შეგვეჯამებინა და გაგვეზიარებინა მდგრადი მიზნების მიღწევის პროგრესი. ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა არამედ გახლავთ ინოვაციებისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა",- ამბობს თამარ ზაქარიაძე, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)