|
2024-06-18 11:46:43, 448 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა
მაისის წმინდა სავალუტო შემოდინებების მაჩვენებელი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა, რაც ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შედეგი იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც, "თიბისის" არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, 14 ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით ტურისტულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. თავისთავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, გასული თვეების მსგავსად, ზრდა კვლავ მაღალია. მიგრაციის ეფექტისა და გზავნილების კუთხით, დინამიკა მოლოდინების შესაბამისია და რაიმე მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება. აღნიშნული, უფრო მეტი დამაჯერებლობით მიუთითებს ჩვენს ბოლოდროინდელ შეფასებაზე, რომ ლარის კურსზე ზეწოლა სენტიმენტებით იყო გამოწვეული, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების არასაკმარისი ოდენობით, რაც სავალუტო ბაზარზე იმოქმედებდა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის ჩვენი დიდწილად ნეიტრალური მოლოდინის მხრივ, შედარებით უფრო გამყარების არგუმენტები გამოიკვეთა, ისევე როგორც, შეიძლება ითქვას, 2024 წლისათვის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იანი მაჩვენებლის კუთხითაც. ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება დაფიქსირდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი გასული წლის ამავე პერიოდში დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა დიდი მოცულობის ტრანზაქციამ შეიტანა. ამავდროულად, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი წლიურად 13.2%-ით, ხოლო, შემცირებული ინფლაციის ფონზე, რეალურ გამოხატულებაში 12.9%-ით გაიზარდა. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)