|
2024-06-14 15:32:41, 769 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობებს ასახელებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ "სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის". უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მედიის ცნობით, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობებიც დაასახელა და თქვა, რომ ამისთვის საჭიროა, უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან ჯარი გაიყვანოს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზეც უნდა თქვას უარი. "უკრაინული ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებიდან - საუბარია მთლიან ტერიტორიაზე, ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინის შესვლის მომენტისთვის არსებობდა. როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ამ რეგიონებიდან ჯარების გაყვანას, ასევე ოფიციალურად გამოაცხადებს უარს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, დაუყოვნებლივ, ფაქტობრივად იმავე წუთში გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ",- თქვა ვლადიმერ პუტინმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)