01:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 15:13:29, 434 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი აცხადებს, რომ სანამ პრეზიდენტი ლუკაშენკოა, ბელარუსში აღარ ჩავა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს ბელარუსში ჩასვლას იქამდე, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. აღნიშნულ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ფაშინიანი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ლუკაშენკოს მიერ, ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის მხარდაჭერას ასახელებს.

"ОДКБ-ს ("კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია") ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მონაწილეობდა 44-დღიანი ომის მომზადებაში (ყარაბაღში), ამხნევებდა, სჯეროდა და სურდა აზერბაიჯანის გამარჯვება. და ამის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტთან ОДКБ-ს ფორმატში უნდა განვიხილო რაღაც საკითხები?“ - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და პირობა დადო, რომ ამიერიდან ბელარუსს "არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი აღარ ეწვევა".

ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, თუ ალექსანდრე ლუკაშენკო "ბოდიშს მოიხდის და ბელარუსი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" დატოვებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics