|
2024-06-10 12:39:39, 465 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ უბანში Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი - „მომა ლივ“ შენდება
"თიბისის" მხარდაჭერით, თბილისში, დიმიტრი უზნაძის #43-ში, სამშენებლო და დეველოპერული კომპანია Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი - „მომა ლივ“ შენდება. კომპლექსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე დაგეგმილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და პარკის სიახლოვეს შენდება და სწორედ ამ კონცეფციას უკავშირდება მისი სახელი. თანამედროვე ხელოვნებით შთაგონებული საცხოვრებელი პროექტი ურბანული ცხოვრებისა და ხელოვნების ელემენტებს გააერთიანებს და ამავდროულად, სრულ კომფორტს შექმნის მაცხოვრებლებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მლნ. დოლარამდეა, საიდანაც "თიბისის" თანამონაწილეობა, 5.95 მლნ დოლარს შეადგენს. დაბალი განაშენიანების 6 სართულიანი კორპუსი 64 ბინას მოიცავს. კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, საუნა, ფიტნეს დარბაზი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო სამუშაო სივრცე. კომპლექსის 1000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, სადაც მოსასვენებლი სივრცეები მოეწყობა. მობინადრეების კომფორტული ყოველდღიურობა - კონსიერჟის მომსახურებით, უსაფრთხოება კი ვიდეო კამერებით იქნება უზრუნველყოფილი. მსურველებს, 41-484 კვ.მ ფარგლებში, სხვადასხვა ფართის ბინის შეძენა შეუძლიათ, რომელიც მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ. მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება. კომპანია Avant Group-ს, 2014 წლიდან, ჯამში 1 000 000 კვ.მ-ის ფართის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის 360 გრადუსიანი მენეჯმენტ სისტემა დაგეგმარებას, დიზაინს, მშენებლობის ზედამხედველობასა და საოპერაციო მხარდაჭერას აერთიანებს. „მომა ლივის“ შესახებ, დამატებით დეტალებს გაეცანით Facebook გვერდზე და ასევე, ვებ-გვერდზე.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)