|
2024-06-03 13:06:01, 1303 ნახვა
სპეციალური ანონსი
6 ივნისს, თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნება
თბილისში, 6-7 ივნისს, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიხსნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტი - კატასტროფების რისკების შემცირება, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მწვანე შენობა და ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონების ბაზარი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტარტაპ გარემო საქართველოსა და რეგიონში, შრომის ბაზარი - სირთულეები და გამოწვევები, სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე, დემოგრაფია, მიგრაცია, სიღარიბე, ღირსეული საცხოვრისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, ჯანსაღი ცხოვრების წესი: ვარჯიში, დასვენება, სწორი კვება. ჯანსაღი ქალაქის პრიორიტეტია მისი მცხოვრებლების კეთილდღეობა პოლიტიკისა და ინიციატივების ინტეგრირებით, რომლებიც ხელს უწყობენ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას. მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმართვაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. ამავდროულად, ისინი ცდილობენ შექმნან შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. ეს მრავალმხრივი მიდგომა მოიცავს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისების და პროგრამების შემუშავებას, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაციას და სოციალური კავშირის გაძლიერებას. გარდა ამისა, აქცენტები კეთდება ისეთი აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ქალაქების მედეგობას და გაჯანსაღებას. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)