01:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 15:53:05, 417 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის იურისტი - „გამოძიება მხოლოდ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც არასწორია

გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით, რაც არასწორია, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ.

ტყეშელაძის განცხადებით, ეს მხოლოდ ჯგუფური თავდასხმა კი არ იყო, არამედ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი დაესხა ენმ-ს თავს.

„გუშინვე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, როდესაც მოხდა აღნიშნული დანაშაული. გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით და 187-ე მუხლით მხოლოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე. ეს იყო ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ ჯგუფური კი არა, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics