02:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 12:33:44, 414 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვებისთვის, სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვებისთვის, სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა მსურველს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, გაეერთიანებენ ყველას.

„1 ივნისი არის დღე, იმის შეხსენებისთვის, რომ ბავშვის ინტერესი, წლის ყოველ დღეს, უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მომავალ თაობას, ბავშვებს, არაფერი აკლდეთ კეთილდღეობისთვის. ამიტომ, ჩვენი სამინისტრო, დღევანდელ დღეს - 1 ივნისს, გამოდის ინიციატივით, რომ დავიწყოთ სისხლის უანგარო დონაცია, ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ, შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ყველას უფლება ჯანმრთელობაზე და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics