01:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 10:33:56, 443 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ტრამპი 34-ვე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ.

მოსამართლე ხუან მერჩანი სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics