03:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:18:40, 324 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - 2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი ამოქმედდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გატარებული არაერთი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უმთავრეს წყაროს.

„გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი. მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო მომავალი წლიდან, რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე.  ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, ხოლო 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics