16:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 16:44:34, 394 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ ამ მასშტაბის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგია ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის  მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა,   მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა.  2024 წლის I კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და 13.5%-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ  საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics