09:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 09:18:06, 406 ნახვა

მსოფლიო
CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

ირანულმა მედიამ, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მთიან პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN ირანის სახელმწიფო მედიაზე Press TV და საინფორმაციო სააგენტოებზე -Tasnim და Mehr დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

მანამდე, ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ვერტმფრენს, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, ძლიერ ნისლში პრობლემები შეექმნა ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მოგზაურობიდან დაბრუნებისას.

შემთხვევას მოჰყვა მრავალსაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ევროკავშირისა და თურქეთის დახმარებით, თუმცა ღონისძიებას უამინდობა აფერხებდა. 

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics