|
2024-05-17 23:34:35, 751 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა დაკარგა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ელექტროენერგიის რაციონალური მოხმარება კვლავ საჭიროა. „ახლა, რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა დაკარგა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მის აღდგენას დრო სჭირდება. დიდი ძალისხმევაა საჭირო ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარებისთვის - ახალი ენერგეტიკის სექტორი, რომელიც შეძლებს ფუნქციონირებას რუსული ტერორის საფრთხის მიუხედავად. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვემზადებით გათბობის სეზონისთვის, რომელიც მოიცავს, კერძოდ, გეგმიურ შეკეთებას და ბირთვული გენერირების მომზადებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისევ ელექტროენერგიის ძალიან რაციონალური, გააზრებული მოხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)