16:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 17:51:49, 516 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში - კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში „უცოხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით მიღებას ეხმაურება.

როგორც რიში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული კანონით ცხადი გახადა, რომ „ევროპული მომავალი არ აინტერესებს“.

„დღეს, კანონის მიღებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას დიდ ზიანს აყენებს,  საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“, - აღნიშნა სენატორმა.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics