17:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 19:06:01, 495 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის - ვინც მოვა ხელისუფლებაში, გადაწყვეტს, რუსულია თუ არა

ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის, ვეტოს საშუალებით, ამ კანონპროექტის "გაპატიოსნებას" არ აპირებს.

"გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი - თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაღაც სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება... ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არა, არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics