|
2024-05-01 18:19:32, 596 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი, ლიონელ რაპაი და ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ლილიანა ბოგუში დაესწრნენ. "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რეფორმების მიმართულებით", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)