|
2024-04-30 11:15:27, 314 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი იმართება
თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. გამომსვლელების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო ზონებში საგზაო ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწესრიგებას, რომ ტერიტორიაზე გადაადგილებისას პრიორიტეტი ფეხით მოსიარულეებს მიენიჭოს. ღონისძიებას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი დაესწრო და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ვახორციელებთ სატრანსპორტო რეფორმას, რაც მდგრადი ურბანული მობილობისკენაა მიმართული. თბილისის მერიის ამჟამინდელი პოლიტიკაა, არ ვიყოთ მხოლოდ ავტომობილებზე ორიენტირებული ქალაქი და გადაადგილების ყველა მონაწილეს თანაბარი პირობები შევუქმნათ. ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება გვაქვს: განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ ქუჩას, განხორციელდა ტაქსებისა და პარკინგის რეფორმა. პროექტები გრძელდება და ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა უსაფრთხოებას, რაც გულისხმობს საფეხმავლო ბილიკების, ზებრა გადასასვლელებისა თუ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას. პარალელურად, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც თბილისში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობენ. მათთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სასკოლო ზონების ხელახალი დიზაინი შევიმუშავეთ“, - განაცხადა დავით ჯაიანმა. მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გარდაქმნა, მათ შორის, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, კომპლექსური საკითხია და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების გარდა, ცენტრალური ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამინისტროს ჩართულობას მოითხოვს. „დედაქალაქს, სამწუხაროდ, ურბანული მობილობის სტრატეგია არ გააჩნდა. ჩვენ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ თბილისის 20-წლიანი სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ძირითად ამოცანებსა და მიზნებს მოიცავს. დოკუმენტში ასახული პროექტების უმრავლესობა აღსრულების ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისას, ვითვალისწინებთ და ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს, საფეხმავლო და ველობილიკებს. აქამდე ქალაქი სხვაგვარად იყო დაგეგმარებული, რომლის შეცვლა და ყველა მოქალაქეზე მორგება გვიწევს“, - აღნიშნა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ. გლობალურ სამიტში საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციების - „აღმოსავლური ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ (EASST), FIA Foundation-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), სომხეთის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, ასევე, საქართველოსა და რეგიონის სხვა წამყვანი დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)