|
2016-02-11 16:40:21, 764 ნახვა
სამართალი
კვერენჩხილაძე: ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება დაუყოვნებლივ განხორციელდეს
„ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების ნდობით არ სარგებლობს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვერენჩიხილაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების ნდობით ვერ ისარგებლებს. „პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში, სასამართლო ხელისფლებაში არსებულ პრობლემებზე და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე დეტალურად ისაუბრა. მას, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები გააჩნია, შესაბამისად პრეზიდენტის გამოსვლა უბრალო ნათქვამად არ უნდა დარჩეს. ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისთვის, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება დაუყოვნებლივ განხორციელდეს. ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად საზოგადობის ნდობით არ სარგებლობს. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების ნდობით ვერ ისარგებლებს“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები, მთავრობის საკანონმდებლო ორგანოს, საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობით უნდა დამუშავდეს და ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საბჭოს რეფორმირება. „გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომაროებით, საბჭო შეუთავსებელ ორგანულ წინააღმდეგობაშია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეასთან“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)